მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“გესტაფოები ხართ? ნუ გვეჭიდავებით! სად არის მერია?”

ვარკეთილში, ბაზრობაზე დილიდან ხმაური იყო. მოვაჭრეები ადგილზე მერის მისვლას და გადარჩენილი პროდუქციის ნახვის მიზნით, შიდა ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ.

ისინი არ ეთანხმებიან ბაზრობის ადმინისტრაციის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, თუ საბუთებს წარმოადგენენ, ერთ კვადრატულ მეტრზე ხუთასლარიან დახმარებას მიიღებენ. მოვაჭრეების თქმით, ეს თანხები მათ ფინანსურ ვალდებულებებს ვერ დაფარავს.

“500 ლარით ჟალუზი ვიყიდო თუ საქონელი წამოვიღო? საბუთები ჩვენ არავის გვაქვს. 99 პროცენტს არ აქვს საბუთი.” – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

მოვაჭრეები თბილისის მერთან შეხვედრას მოითხოვენ. ადგილზე ვარკეთილის გამგებელიც იმყოფებოდა, რომელმაც მოვაჭრეებს მოუწოდა, შექმნან ათკაციანი საინიციატივო ჯგუფი და ამ შემთხვევაში, ქალაქის ვიცე-მერს შეხვდებიან.

მოვაჭრეები მთავრობას ერთდღიან ვადას აძლევენ და მოითხოვენ, რომ დღის ბოლომდე კონკრეტული ინიციატივა იყოს შეთავაზებული. ბაზრის ადმინისტრაციის მიმართაც მსგავსი მოთხოვნაა. ისინი სამართლებრივ დავას აპირებენ და მერიასთან აქციის გამართვასაც არ გამორიცხავენ.

“ნუ გვეჭიდავებით, ბიჭებო, დაინდეთ ხალხი… გესტაფოები ხართ… სად არის ქალაქის მერი? არავინ მოსულა… ხომ უყურებთ, რამდენი ხალხია? გამწარებულია ყველა. მიდით მერიაშიო და მერია თავად რატომ არ მოდის?

“საცოდავი ჩემი ძმა ცოცხალი აღარ არის, აქ რომ მოვიდა, მიწაზე ქონდა საქონელი გაშლილი, მთელი ცხოვრება აქ ჩავალიეთ, არ წავალთ აქედან…”

მსგავსი პოსტები

Back to top button