მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

იურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.

პროექტი ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა.

ცვლილებები საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 120/30 პროპორციით გადანაწილებას გულისხმობს.

სხდომას და კენჭისყრას არ დასწრებიან “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები. ისინი ბოიკოტს აგრძელებენ მანამ, სანამ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება და გიორგი რურუა არ გათავისუფლდება.

კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, 21 ივნისს არის დაგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button