მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

783 662 ლარი ბიუჯეტიდან ღარიბაშვილის ოჯახის კომპანიას

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული შპს “სერპანტინი”, რომელიც სკანდალური ისტორიებით ცნობილი კომპანია იყო, კვლავ გააქტიურდა.

ინფორმაციას presa.ge ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ, 2020 წლის 15 ივნისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა, შპს “სერპანტინთან” ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულების საგანია თელავში, მეგობრობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 489 080 ლარი უჯდება.

მანამდე, კერძოდ კი, 2020 წლის 28 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ნერეკლიშვილმა, იგივე “სერპანტინს”, 294 582 ლარის ღირებულების კონტრაქტი დაუდო, სოფელ კისისხევში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის შესახებ.

“სერპანტინის” მიერ მოგებული, 85 მილიონ ლარამდე ღირებულების 108 ტენდერის შესახებ, “ტენდერების მონიტორი” ჯერ კიდევ წლების წინ იუწყებოდა. კომპანია ოპოზიციის კრიტიკის საგანიც არაერთხელ გამხდარა.

კომპანია “სერპანტინის” 69 პროცენტიანი წილის მფლობელი თამარ ჯანყარაშვილია, ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილისა და ახლო მეგობარის, გიორგი ზედელაშვილის დედა და შს გენინსპექციის ყოფილი უფროსის, ღარიბაშვილის სიმამრ თამაზაშვილის დისშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის მამიდა.

“სერპანტინის” 31%-ის მფლობელმა ნუგზარ ხურცაიძემ კი, 2016 წელს “ქართული ოცნება – დემოკრატიულ სქართველოს” 50 000 ლარი შესწირა.

“სერპანტინის” მიერ მოგებული ტენდერები დროში საეჭვოდ დაემთხვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კახეთიდან ხმების მობილიზება ირაკლი ღარიბაშვილს ჩააბარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button