მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსით 5 662 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი, 165 455-ს მიაღწია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 19 747 ადამიანი დაიღუპა, მათგან 667 კი, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 123 095-ს შეადგენს.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 11 ათასს გადააჭარბა და 11 329 შეადგინა. მხოლოდ ბოლო 24 საათში აქ ინფიცირების 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღე-ღამეში ვირუსს 6 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 139-ია.

ვირუსის დამარცხება 6 192-მა ადამიანმა შეძლო.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

უკრაინაში კორონავირუსის შემთხვევები 921-ით გაიზარდა და 34 984-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ბოლო 24 საათში 19 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი, – 985. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 16 033-ს აღწევს.

19 ივნისის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 7 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამამ კი, 569 063-ს მიღწია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 181 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი, 7 841-ს აღწევს. ამასთან, 324 406 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

worldometers.info-ს ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის 8 616 807 შემთხვევაა დადასტურებული. 457 074 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 563 263 პირი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button