მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დამნაშავედ ცნეს 13 მოქალაქე და არც ერთი სამართალდამცველი

20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, გამოძიება დასრულებული არ არის. დაზარალებულად აქციის მხოლოდ 8 მონაწილე აღიარეს. სამაგიეროდ, ეს სტატუსი 68 სამართალდამცველს მიენიჭა.

დამნაშავედ ცნეს 13 მოქალაქე და არც ერთი სამართალდამცველი. ბრალდებული სამი პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს.

გავრილოვის ღამე: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოჰყვა.

ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაარბია. აქციის დაშლისას გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთა შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. დაშავდა 300-მდე ადამიანი, 187 დემონსტრანტი, 40-მდე ჟურნალისტი, 73 სამართალდამცველი. ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. აქციის ორმა მონაწილემ კი, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button