მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“არჩევნების თარიღი არის 31 ოქტომბერი”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების თარიღის ცვლილება არ განიხილება.

როგორც თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, “ქართული ოცნება” უზრუნველყოფს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს.

“ზუსტად ჩვენი მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში დააკონკრეტა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი და დააკონკრეტა, იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით არ ყოფილიყო პოლიტიკური სპეკულაციები. მოგეხსენებათ, წარსულში კონსტიტუციის წინა რედაქცია ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას არჩევნების ვადებთან მანევრირების კუთხით, მაგრამ დღეს კონკრეტული თარიღი არის ჩაწერილი ჩვენ მიერ მიღებულ რედაქციაში და ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა, შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში და ეს არის 31 ოქტომბერი.

“კომისიის მუშაობის ფარგლებში დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები, რომ არც ერთხელ არჩევნების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით საკითხი არ ყოფილა დასმული. შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის ძალაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის შესაძლებლობას და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.” – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მოისმინეთ არჩილ თალაკვაძის ხმა.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button