
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანია განაახლა. პრეზიდენტმა, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, პირველი საჯარო შეხვედრა მხარდამჭერებთან ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში გამართა.
სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა მისი მთავარი კონკურენტი „დემოკრატებიდან“ ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და მას „რადიკალი მემარცხენეების უმწეო მარიონეტი“ უწოდა.
„ჯო ბაიდენი სრულად კონტროლდება მისი პარტიის მიერ. ის მათი პაიკია.
“მოდი ვაღიაროთ, მან არც კი იცის, სად ჯანდაბაშია. ის შეურაცხყოფს სოციალისტებს.” – განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტი ანტირასისტული მოძრაობის პირობებში ძეგლების დასახიჩრების ტენდენციასაც შეეხო.
„დაუოკებელი მემარცხენე ბრბო ცდილობს, ჩვენი ისტორიის ვანდალიზებას, ჩვენი მშვენიერი მონუმენტების შებღალვას, ძეგლების ჩამოგდებას და დასჯას, გაუქმებას და დევნას ნებისმიერისა, ვინც არ შეესაბამება მათ აბსოლუტური და ტოტალური კონტროლის მოთხოვნებს.
“ჩვენ არ შევესაბმებით.” – აღნიშნა ტრამპმა.