მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ვინც დღეს მიაჭერს მწვანე ღილაკს, მოსახლეობას გაუუქმებს პრეროგატივას“

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ფიქრობს, რომ „თითქმის პროპორციული“ არჩევნები „მყიფე ცენტრალურ ხელისუფლებას“ პერმანენტულ რიგგარეშე არჩევნებს მოუტანს. ამის შესახებ განცხადება მან პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენის დაწყებამდე გააკეთა:

„რაც დღეს მოხდება, ამას მოჰყვება ეს ყველაფერი. ძალიან მაინტერესებს, დღეს ვინც მისცემს ხმას იმას, რომ მოსახლეობას თავისი საკუთარი მაჟორიტარული დეპუტატი არ ჰყავდეს, როგორ უნდა სთხოვოს მოსახლეობას იმ მაჟორიტარმა, რომ დამიჭირე მხარიო. ვერ დაუჭერს მოსახლეობა მხარს იმ მაჟორიტარულ კანდიდატებს, ვინც დღეს მიაჭერს მწვანე ღილაკს და გაუუქმებს მოსახლეობას არ პრეროგატივას“.

დღეს, 21 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს უყრიან კენჭს. ამ ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 120 დეპუტატის პროპორციული წესით და 30 დეპუტატის მაჟორიტარული სიით არჩევა ხდება შესაძლებელი. დღევანდელი პროპორცია 77/73-ზეა.

ცვლილებებს მხარს დაუჭერენ “ქართული ოცნების”, “ევროპული საქართველოს”, “პატრიოტთა ალიანსის”, “სოციალ-დემოკრატების”, “კონსერვატიული პარტიის” დეპუტატები. მხარდამჭერთა შორის იქნებიან დამოუკიდებელი და უფრაქციო დეპუტატებიც. საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს აცხადებს “ნაციონალური მოძრაობა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button