მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“[მარგველაშვილს] 2-ჯერ მივმართეთ მამალაძის შეწყალების თაობაზე”

ადვოკატი გიორგი ფანცულაია სოციალურ ქსელში წერს:

“სანამ #გიორგი #მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოლიტპატიმრების თაობაზე ამხელა “რეჩს მოარტყამდა”, კარგი იქნებოდა გახსენებოდა, რომ მას 2 ჯერ მივმართეთ #დეკანოზი #გიორგი #მამალაძის შეწყალების თაობაზე…

“P.S. ყველანი ჩვენ ჩვენი ბიოგრაფიით მოვდივართ. ამიტომაც გავუფრთხილდეთ ბიოგრაფიას, რომელსაც ვერასდროს გადავაკეთებთ…”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ “ასეთი ხელისუფლება ჩვენს ერს და საზოგადოებას “არ ეკადრება”. მან ჩამოთვალა, კონკრეტულად რას გულისხმობს ამაში.

“ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატი; ხელისუფლება, რომელიც მერე პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს წყლის ჭავლით არბევს, არ არის დემოკრატიული; ხელისუფლება, რომელიც პოლიტპატიმრებს დაუშვებს თავის ქვეყანაში, არის ავტორიტარი; ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ერს და საერთაშორისო პარტნიორებს მისცემს დაპირებას და მოიტყუება, არის საერთაშორისო თაღლითი. ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს და ჩვენს საზოგადოებას.” — თქვა ექსპრეზიდენტმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ასეთი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ კაბინეტშია, უკვე წარსულია საქართველოსთვის.

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ თავისუფლების, ღირსების, ჩვენი სამშობლოს და მათ შორის, სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიზანია. შესაბამისად, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს ქართველი ხალხის ვერდიქტი; ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს პარტნიორების ვერდიქტი. ასეთი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კაბინეტებში სხედან, უკვე წარსული ხელისუფლებაა საქართველოსთვის.” — თქვა მარგველაშვილმა.

აქციაზე შეკრებილებს მან ასევე უთხრა, რომ დიდ პატივს სცემს, მათ გვერდითაა და ამ ბრძოლას არ ჩამოშორდება.

აღსანიშნავია, რომ “ლელო” რომ გიორგი მარგველაშვილთან აქტიური მოლაპარაკებების წარმოებას ადასტურებს.

“ლელოს” გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის შეხედულებები “ლელოს” ღირებულებებს ემთხვევა.

“ვაწარმოებთ ძალიან მჭიდრო კონსულტაციებს გიორგი მარგველაშვილთან. ჩვენი შეხედულებები ემთხვევა ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან და კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მოლაპარაკებებს და დისკუსიებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვნახავთ გარღვევას ქართულ პოლიტიკაში. ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი ფორმით იქნება ეს პარტნიორობა. ჩვენ გვინდა, რომ შევჯერდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაპირებთ შევცვალოთ ეს ქვეყანა… ამის შემდეგ ტექნიკური მხარე არის აბსოლუტურად, თუ როგორი ფორმით იქნება ეს განხორციელებული.” – აცხადებს ჯაფარიძე “მთავარ არხთან” საუბარში

ცნობისთვის, გუშინ გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. თუმცა ის არ აკონკრეტებს, რომელ ოპოზიციურ ძალას შეუერთდება.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button