მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“45%: სასამართლო მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არის. კვლევის შედეგები, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება დღეს, 23 ივნისს გასაჯაროვდა.

ამავე კვლევის მიხედვით, ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება გამოკითხულთა 23 პროცენტი, ხოლო 15 პროცენტი პასუხობს, რომ “არა”. დარჩენილ 16 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

აქვე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის 40-40 პროცენტის აზრით, სასამართლო გავლენიანი ჯგუფის (კლანის) გავლენის ქვეშ არის და მიკერძოებულია. მოსამართლეთა კვალიფიკაცია გამოკითხულთა მხოლოდ 30 პროცენტს მოსწონს, სამართლიანობა კი, – 20%-ს.

საგანგაშოა საზოგადოებრივი აზრი პროკურატურასთან მიმართებაში. როგორც ირკვევა, საზოგადოების 72% პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს უწყება, სრულად ან ნაწილობრივ, მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს ემსახურება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით, “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2,2%-ია.

მსგავსი პოსტები

Back to top button