მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“საქართველოს მთავრობამ ჩვენს შევიწროებას თავი დაანებოს”

ამერიკული ენერგოკომპანია „ფრონტერას“ სათაო ოფისი განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს მათი ბიზნესისა და თანამშრომლების შევიწროება.

განცხადებაში „ფრონტერა“ ეკონომიკის მინისტრის განცხადებას აშშ-ს პირდაპირი ინვესტიციების გაზრდასთან დაკავშირებით, სიცრუეს უწოდებს და საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, დაშინების და დეზინფორმაციის შემთხვევები გაიზარდა ჩვენი ბიზნესის მიმართ. ამასთან, 23 იანვარს ეკონომიკის სამინისტრომ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გააკეთეს საჯარო განცხადებები. ეს განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს, თვითნებურად გააუქმოს ჩვენი კონტრაქტი. პარალელურად კი, როგორც სამინისტრომ განაცხადა, „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აშშ-ს კომპანიები კიდევ უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს…“

“მივმართავთ საქართველოს მთავრობას, რომ მუდმივ მუქარასა და ჩვენი ბიზნესის შევიწროებას თავი დაანებოს.

“ამასთანავე, ეკონომიკის მინისტრმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია იმასთან დაავშირებით, რომ შეერთებული შტატებიდან 2020 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები 34%-ით გაიზარდა და აშშ-მ, ყველაზე მსხვილ ინვესტორთა შორის, მეორე ადგილი დაიკავა. ეს არის სავალალო მცდელობა, დაფარონ ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლის წინაშეც აშშ-ს კერძო სექტორის ინვესტიციები დგას.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button