ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

აკაკი გოგიჩაიშვილი აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების მთავარი პროდიუსერი გახდა

ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი “აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში” 1 ივლისიდან საინფორმაციო გამოშვებას უხელმძღვანელებს.

გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია “იბერიის” დახურვის შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის აღმასრულებელი დირექტორი, მოგვიანებით კი კომპანია “ჯორჯიან მარგანეზის” პრესსპიკერი გახლდათ.

“აჭარის ტელევიზიაში” უფრო ადრე ამ პოზიციაზე მისი მეუღლე ნინო ხაჟომია დაინიშნა, რომელმაც ამავე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი მაია მერკვილაძე შეცვალა, თუმცა თანამშრომელთა პროტესტის ფონზე აღნიშნული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და ამჟამად “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვებგვერდის ერთ-ერთი რედაქტორია.

აკაკი ამბობს, რომ დაპირისპირების ფორმა რაც კოლეგებს შორის არის მისთვის მიუღებელია და ყველაფრის ცივილურად მოგვარებაა შესაძლებელი.

რას აპირებს აკაკი გოგიჩაიშვილი, როგორია მისი გეგმა და როგორ ხედავს აჭარის საინფორმაციო მაუწყებლობას. მოუსმინეთ პირველ კომენტარს, რომელიც მან ბათუმში მაუწყებელ რადიო “ციტრუსს” FM97.3 მისცა.

 

რა ხდებოდა მანამდე, “აჭარის ტელევიზიაში” განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ აქ

 

მსგავსი პოსტები

Back to top button