მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

TBC Research: მაისში 91 000-მა ადამიანმა ხელფასი ვერ მიიღო

2020 წლის მაისში საქართველოში 91 000-ით უფრო ნაკლებმა აიღო ხელფასი, ვიდრე 2020 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში. ხოლო აპრილთან შედარებით, ხელფასის მქონეთა რაოდენობა 11 700-ით არის შემცირებული.

ამის შესახებ TBC Research-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება HORECA სექტორში შეინიშნება, თუმცა რაოდეობრივად, ყველაზე მეტად, ვაჭრობის სექტორია შემცირებული.

ნეგატიური ეფექტი დიდია უძრავი ქონების, გართობა/ხელოვნების, მშენებლობის, პროფესული და სხვა მომსახურებების სფეროებში. კლება მეტწილად, ხელფასის დაბალ (<1,200 ლარი) და საშუალო კატეგორიებში (1,200 – 2,400 ლარი) შეინიშნებოდა (48 და 24 ათასი ადამიანი).

გასული თვის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლმა საშემოსავლო გადასახადიდან 234,1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39,9 მილიონი ლარით ანუ 14,6%-ით შემცირდა. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადების სახით, ბიუჯეტში შესული თანხის კლება ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობის შემცირებაზე მიანიშნებს. უფრო კონკრეტულად კი, ეს კლება გაცემული ხელფასების თითქმის 200 მილიონი ლარით შემცირებაზე მეტყველებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button