ვაჟა ტყებუჩავას მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2 ივნისს მომხდარი განზრახ მკვლელობისა და თავისუფლებისა უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უგონო მდგომაროებაში მყოფი ვ.ტ. გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მალევე გარდაიცვალა.
“საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით, ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.
“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ფოთში 44 წლის მამაკაცი ე.წ ქურდული გარჩევის დროს მოკლეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ვაჟა ტყებუჩავას ხელკეტებით 5 ადამიანი უსწორდებოდა. მამაკაცს მოტეხილი აქვს ხელის მტევნები, ფეხები, მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული სახის არეში. ერთ-ერთი ვერსიით, ტყებუჩავაზე რუსეთში მცხოვრებმა “კანონიერმა ქურდმა” ჯუმბერ ბაირამიდმა, მეტსახელად “ბონჩომ” იძია შური.
დაპირისპირება სავარაუდოდ, სხვაგან მოხდა, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ნაგავსაყრელთან მიიყვანეს, სადაც ის ადგილობრივმა იპოვა. ვაჟა ტყებუჩავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მოკლული ტყებუჩავას მამა გივი ტყებუჩავა ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ დაპირისპირების დროს, თავადაც ადგილზე იყო. მისი თქმით, 5 თავდამსხმელისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. თავდამსხმელებმა, რომლებიც რკინის ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, მისი შვილი წაიყვანეს, რის შემდეგაც ვაჟა ტყებუჩავას 3 საათის განმავლობაში ეძებდა. მოკლულის მამა ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არ უცნობებია.
მოისმინეთ გივი ტყებუჩავას ხმა.
მეზობლები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე, სადაც თავდამსხმელებმა ტყებუჩავა მიიყვანეს, მას რამდენიმე ადამიანი სასტიკად სცემდა და ისინი თეთრი მიკროავტობუსით მას შემდგ გაიქცნენ, რაც ადგილობრივებმა ყვირილი დაიწყეს.
ამის შემდეგ მოსახლეობამ სასწრაფო გამოიძახა, თუმცა მძიმედ ნაცემი ტყებუჩავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.