კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეებისპორტი

ტიტულოვანი მოჭიდავე ჯგუფური ძალადობისთვის დააკავეს

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 5 ახალგაზრდა დააკავეს. ირკვევა, რომ დაკავებულთა შორის არის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის პრიზიორი იური ლომაძე. მასთან ერთად, დაკავებულია მისი ძმაც, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე. 5-ვე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს.

დანაშაულის ოფიციალური მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, შურისძიება სახელდება.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.” – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button