ჰერეთის საქმე – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) რადიო ჰერეთის ინტერესებს სასამართლოებსა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში თითქმის 2 წლის განმავლობაში იცავდა.
რადიო ჰერეთი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საიას იურისტებს და გთავაზობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას:
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2013 წლის აგვისტოში ჩატარებულ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ენერჯი გრუპი“.
კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით გაასაჩივრა ამავე კონკურსის მონაწილემ, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველი გახდა ის გარემოებები, რომ შპს „ენერჯი გრუპი“ ვერ აკმაყოფილებდა პროგრამული მრავალფეროვნების საკონკურსო კრიტერიუმებს, ასევე, რომ შპს „ენერჯი გრუპის“ წილის მესაკუთრე არის ადმინისტრაციული ორგანოს, სსიპ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, რაც ქმნის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტს, რომლის არსებობის შემთხვევაში დაუშვებელია მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა.