ბაჩალიაშვილის საქმეში დრონით ძებნის ჩანაწერები არ დევს

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს გამოძიებასთან კითხვები აქვს.
მას შემდეგ, რაც მიხეილ რამიშვილმა საქმის მასალების გაცნობა დაიწყო, ეს კითხვები უფრო გაიზარდა. კერძოდ, ადვოკატის თქმით, მის მიერ გაცნობილ მასალებში არ დევს ბაჩალიაშვილის ის ხუთდღიანი დრონით ძებნის ჩანაწერები, რომლებზეც სამართალდამცავი უწყებები საუბრობენ.
“ჩემი კითხვები, პირველ რიგში, დაკავშირებულია ხუთდღიან ძებნასთან, რომლის მიმდინარეობაშიც თუ გამოყენებულია დრონი, მე მაინტერესებს ამ დრონის ჩანაწერები, თუ რა ადგილებია მოძიებული. თვითონაც გაურკვევლობაში არიან, არსებობს თუ არა ეს ჩანაწერები.
“ისევ მაქვს ეჭვი, რომ თვითმკვლელობა ასე მარტივად არ მოხდებოდა და შესაბამისად, მხოლოდ ერთ საათში და ორ საათში გაცნობილი ჩვენებების საფუძველზე, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა.” – აცხადებს ადვოკატი.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.