რეგიონისიახლეები

სიღნაღში ხანძრის დროს ტრაქტორი დაიწვა

 

სიღნაღში სამეურნეო სამუშაოების დროს ტრაქტორი დაიწვა.შემთხვევა დღეს სოფელ ილიაწმინდაში მოხდა. მძღოლმა ტრანსპორტიდან გადმოსვლა მოასწრო, თუმცა ადგილზე მისულ სახანძრო სამაშველო ამსახურის თანამშრომლებს ტრაქტორი მთლიანად დამწვარი დახვდათ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროება არსებობდა თუმცა ადგილზე მისულმა მეხანძრე მაშველებმა აღნიშნული საფრთხე დროულად აღკვეთეს.

“კერძო პირის კუთვნილი ტრაქტორს მუშაობის პროცესში ცეცხლი გაუჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო სამაშველო ბრიგადა დროულად ჩაერთო და ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინეს. საბედნიერიდ არავინ დაშავდა . ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია” განაცხადა რადიო ჰერეთთან სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მადონა ბატიაშვილმა

ამ დროისთვის აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს რომელმაც ხანძრის გამომწვევი მიზეზები უნდა დაადგინოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button