რეგიონისიახლეები

დაკარგული მამაკაცი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან გაუჩინარებული 83 წლის მამაკაცი მაშველებმა ტყეში იპვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გურამ საგინაშვილს გუშინ, საღამოს მიაგნეს. მამაკაცი ჯანმრთელადაა და უკვე ოჯახში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ სოფლიდან დაკარგულ მამაკაცს, სამშველო სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები, სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახლობლების ინფორმაციით, ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იყო დაწყებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button