fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ყაჩაღობა სენაკში

131

სენაკში მეუფე საბა გიგიბერიას სახლში შეიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ.

მათ, იარაღის მუქარით, მეუფის ხანდაზმულ დედას ფული და ოქრო მოსთხოვეს.

ყაჩაღობა გვიან ღამით მოხდა. მოხუცის გარდა, სახლში იმ დროს მისი მომვლელი და არასრულწლოვანი შვილიშვილი იმყოფებოდნენ. დამყაჩაღებლები ოჯახის წევრებს დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ემუქრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ თანხის წაღება მოახერხეს.

საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი