მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“მუდმივად მტრობით ცხოვრება შეუძლებელია”

“დიახ, იყო ომი, მაგრამ ჩვენს ისტორიაში ბევრი იყო შემთხვევა, როდესაც მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ინტერვენცია. ასევე იყო აფხაზეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ინტერვენცია.” – განუცხადა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ “ეხო კავკაზას”.

მისი თქმით, ეს ხდებოდა არამარტო “საქართველოსა და აფხაზეთს” შორის ურთიერთობების ისტორიაში, არამედ მსოფლიოში, სხვადასხვა სახელმწიფოს შორის. აფხაზი პოლიტიკოსი ამბობს, რომ თუნდაც ევროპაში, ქვეყნები იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, იყო სისხლიანი ომები, თუმცა დღეს ისინი მეგობრულად ცხოვრობენ და ვითარდებიან.

შამბას განმარტებით, მუდმივად მტრობით ცხოვრება შეუძლებელია.

“ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ისტორიის დავიწყება. ომი.. კარგად ვიცით, ვინ იყო ამაში დამნაშავე, როგორ მოხდა, მაგრამ ეს გვერდი უკვე გადაფურცლულია. უნდა ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენს ბავშვებზე. არ შეგვიძლია ახალგაზრდა თაობის სიძულვილში აღზრდა. ეს ანადგურებს ახალგაზრდების სულს. ამ ყველაფერმა უკვე ჩაიარა. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მეგობრული ურთიერთობები.” – აცხადებს აფხაზი პოლიტიკოსი.

სერგეი შამბამ ისაუბრა, თუ როგორ წარმოუდგენია საქართველოსთან დიალოგის დაწყება, რაზეც ყურადღება ცოტა ხნის წინ, ისევ “ეხო კავკაზასთან” ინტერვიუს დროს გაამახვილა. შეეხო საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონების საჭიროების საკითხსაც და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად, საჭიროა თბილისთან პირდაპირი დიალოგის დაწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button