თბილისში წითურების საერთაშორისო დღე აღინიშნება

წელს მეხუთედ თბილისში წითურების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ორგანიზაოტრები ამბობენ, რომ 17 სექტემბერს, 15:00 საათზე, მთაწმინდაზე, “მთაწმინდის პარკში” ელოდებიან ოჯახებს, ხანშიშესულ ადამიანებს და განსაკუთრებით პატარებს.

პირველი წითურების დღე ჩატარდა 2005 წელს ჰოლანდიის პატარა ქალაქ ასტენში. ორგანიზატორი იყო ჰოლანდიელი მხატვარი ბარტ რაუენჰორსტი.
ეს დღე საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.

“წითურების დღის” მედიაპარტნიორია რადიო თბილისი FM93.5

მსგავსი პოსტები

Back to top button