მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დემონსტრანტის მკვლელობა, გლოვა და პროტესტი ბელარუსში

Associated Press- მა (AP) გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც 10 აგვისტოს მინსკში დემონსტრანტის გარდაცვალების ფაქტია ნაჩვენები. ამ ტრაგედიის ზოგიერთი კადრი ინტერნეტში უფრო ადრე გავრცელდა. შაბათს კი, გამოქვეყნდა ფოტო, რომელიც საკმაოდ ახლო მანძილიდანაა გადაღებული.

https://www.youtube.com/watch?v=mJZ9z45fadw

ზოგიერთ მედიაში ამ სურათს “დღის ფოტო” ჰქვია. მასზე გარდაცვლილი დემონსტრანტი ალიაქსანდრ ტარაიკოუსკი სახით ოპერატორისკენაა. ოპერატორსა და დასისხლისნაბულ მაისურიან მომიტინგეს შორის, რომელსაც ხელი მკერდზე აქვს მიდებული, შვიდი სპეცრაზმელი დგას.

არსებობს ასევე ვიდეოც, რომელიც თითქმის ტარაიკოუსკის „ზურგიდანაა“ გადაღებული. როდესაც იგი აღმართული ხელებით ჯარისკაცების ხაზთან დგას, მოულოდნელად, მისკენ გამოჩდება ცეცხლის მკვეთრი ნათება. სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო გასროლა.

და არის მესამე ვიდეოც, რომელიც სახლის ფანჯრიდანაა გადაღებული. სპეცრაზმელების ხაზის წინ მდგარი კაცი თეთრ მაისურში დგამს რამდენიმე ნაბიჯს და ზურგზე ეცემა.

ჯარისკაცები სწრაფად მიდიან მასთან. ამ დროს ჯარისკაცებიდან რამდენიმე მეტრში კადრში ჩნდება მანქანა. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მანქანის მისამართით ისროლა, რაც ლულიდან გამოსული კვამლიდან ჩანს.

15 აგვისტოს ასეულობით ადამიანი მივიდა პუშკინის სახელობის მეტროსადგურთან, რათა პატივი მიეგოთ 34 წლის დემონსტრანტის, ალიაქსანდრ ტარაიკოუსკის ხსოვნისთვის, რომელიც ამ ადგილზე ათ აგვიტოს დაიღუპა და რომლის დასაფლავებაც 15 აგვისტოს გაიმართა. გამვლელი მანქანების მძღოლები სოლიდარობას უცხადებდნენ დემონსტრანტებს ხმოვანი სიგნალებით.

ტარაიკოუსკის ოჯახმა დემონსტრანტებს მიმართა თხოვნით, არ მისულიყვნენ ეკლესიაში ცერემონიაზე და დაღუპვის ადგილას შეკრებილიყვნენ. თხოვნის მიუხედავად, ეკლესიასთან ბელარუსის დროშებითა და დაღუპულის პორტრეტებით, ასეულობით ადამიანი მივიდა. მათი დიდი ნაწილი დარბაზში შევიდა, სადაც დაკრძალვის ცერემონია იმართებოდა და ყვავილები და გვირგვინები მიიტანა. დასაფლავების შემდეგ, ხალხი გაიძახოდა: “დიდება გმირს!” და “გაუმარჯოს ბელარუსს!”. 

ევროპარლამენტარი და ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი ბელარუსის დახმარების 7-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს:

ანდრიუს კუბილიუსი

1.არალეგიტიმურმა ლუკაშენკომ, რომელსაც 10 სექტემბერს საპრეზიდენტო ვადა ეწურება, უნდა დათმოს ხელისუფლება. ეს დიალოგის საკითხიცაა.

2.ხელახალი არჩევნები ლიდია ერმოშინას გარეშე, რადგან თუ საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული იქნება ძველი კადრებით, გავლენებს ხელს ვერც ევროპელი დამკვირვებლები შეუშლიან.

3.პოლიტიკური პატიმარი და სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. უნდა გათავისუფლდნენ სხვა პოლიტპატიმრებიც.

4.საერთაშორისო გამოძიება დანაშაულებზე, რომელიც ამ დღეებში “ომონმა” ჩაიდინა. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ ან სანქციები დაეკისროთ, არამედ იმისთვისაც, რომ ეს შემაკავებელი გაკვეთილი გახდეს სხვებისთვისაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ვისი ვადის ამოწურვის თარიღიც მალე მოდის, მათ შორის, ეს ეხება რუსეთსაც.

5.ევროკავშირის სანქციები; სანქციები, რომელზეც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა, აუცილებლად ამოქმედდება.

6.ევროკავშირის დახმარება ბელარუსს; ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ იმ 100 მილიონ ევროსაც კი, რომელიც ლუკაშენკოს დროს გამოიყო, ისევ მიიღებს ქვეყანა. ახალ სამოქალაქო ნაციას ბელარუსში უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირი იგივენაირ შესაძლებლობებს მისცემს მათ, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ.

დაბოლოს, მე-7 პუნქტი:

7.ანდრეი სახაროვკის პრიზი – სვეტლანა ტიხანოვსკაიას.

კუბილიუსი ამავე სტატიაში ასევე წერს, რომ ლიეტუვას, ევროპასა თუ მთლიანად დასავლეთს, კარგად უნდა ესმოდეს, თუ რა როლი აქვთ მათ დღეს ბელარუსში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

“ჩვენ არა მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ან განცხადებები კი არ უნდა გავავრცელოთ, რომ “ლუკაშენკო უნდა წავიდეს”, ჩვენ კონკრეტული პოლიტიკური და სამართლებრივი ინიციატივებითაც უნდა გამოვიდეთ, რომლებსაც საერთაშორისო ინსტიტუციებსაც გავაცნობთ და დავნერგავთ, რათა ბელარუსმა ხალხმა ნამდვილად მიაღწიოს სასიკეთო ცვლილებას.” – წერს კუბილიუსი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარის ამ განცხადებას წინ უძღვის დემონსტრაციების 1 კვირა;
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა – დემონსტრანტების დაკავებები კი, დღემდე გრძელდება. მოსახლეობა დანებებას არ აპირებს და მთავრობის ლეგიტიმაციასთან ერთად, ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რომელიც ევროპის ოთხ სახელმწიფოში მოგზაურობას ვარშავაში ასრულებს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ბელორუსში მიმდინარე მოვლენებს და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შესაძლო ნაბიჯებს განიხილავს. პომპეომ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი არ მიიჩნევს ბელორუსში გამართულ არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად და მხარს უჭერს ბელორუსი ხალხის მოთხოვნებს, – თავისუფლებასა და სუვერენიტეტს. პომპეომ მინსკს სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდა.

მაიკ პომპეო

პომპეოს თქმით, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მონაწილეების ნაწილის განთავისუფლება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაცეკ ჩაპუტოვიჩის თქმით, ევროკავშირი განიხილავს სანქციების თემას ბელორუსის მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი მხოლოდ მაღალი რანგის ზოგიერთ მოხელეს შეეხება, რომლებიც არჩევნების გაყალბებისა დემონსტრანტების მიმართ გამოვლენილი ძალადობისთვის არიან პასუხისმგებელნი. ეკონომიკას კი, სანქციები არ შეეხება.

 

ბალტიის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იშუამდგომლებენ. თუმცა, შაბათს, ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა მას არ სჭირდება.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებული არიან, რომ ბელარუსში წარმოქმნილი ყველა პრობლემა მალე გადაიჭრება.

„ეს პრობლემები დესტრუქციულმა ძალებმა არ უნდა გამოიყენონ, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთსარგებელზე დაფუძნებულ თანამშრომლობას,“- აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ბელარუსში არსებული სიტუაცია განიხილეს.

საპროტესტო გამოსვლები ბელორუსში ერთი კვირაა გრძელდება. აქციების მონაწილეები ამტკიცებენ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ოფიციალური შედეგებით, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მოიგო მის სასარგებლოდ იყო გაყალბებული. 

არჩევნების შემდეგ მიმდინარე აქციებზე, სულ მცირე, ორი ადამიანი იქნა მოკლული და ათასობით დაკავებული. იტყობინებიან საპატიმროებში მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ.

ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ტიხანოვსკაიამ მომხრეებს 15 და 16 აგვისტოს მშვიდობიანი გამოსვლებისკენ მოუწოდა, მას მერე, რაც ის აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინა და ლიეტუვაში წასულიყო.

ბოლო დღეებში აქციები მშვიდობიანად, თითქმის, მილიციის ჩაურევლად იმართება.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button