მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოთხი დაღუპული და სამი დაშავებული – ავარია ფონიჭალაში

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვემო ფონიჭალაში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი, დაშავდა. ქვეითებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. გარდაცვლილებიდან ორი არასრულწლოვანია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, ორი არასრულწლოვანი მკურნალობას “ნიუ ჰოსპიტალში” განაგრძობს. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მეორე დაშავებულის მდგომარეობა გაცილებით მსუბუქია.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე გარდაცვლილი ერთი და იგივე ოჯახის წევრია.

ნიუ ჰოსპიტალი

“გუშინ, დაახლოებით 11 საათისთვის, საღამოს შემოვიდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ბავშვი. ამათგან ერთი იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობით მულტიპროფილური დაზიანებებით და მალევე გარდაიცვალა.

“მეორე პაციენტი, რომელიც ასევე მრავლობითი დაზიანებებით არის, იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე და მესამე პაციენტი იყო მსუბუქი და ის უკვე ბინაზე მკურნალობს, გაეწერა.” – განაცხადა ექიმმა.

ადგილობრივების თქმით, დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ჯერ საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი, ქორწილიდან მომავალ ადამიანებს დაეჯახა.

ავტომობილის მძღოლთან დაკავშირებით, ინფორმაცია ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის. “კურიერის” ცნობით, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამართალდამცავები ეძებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button