მსოფლიოსიახლეები

ისრაელმა “ჰამასის” წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელა

ისრაელის თავდაცვის არმიამ რადიალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტებზე ავიადარტყმები განახორციელა. როგორც Deutsche Welle წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა.

ისრაელის ავიაციის სამიზნე საბრძოლო მასალების საწყობი გახდა. მანამდე კი, 15 აგვისტოს ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვართან, პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა.

ისრაელის არიის წარმომადგენლის განცხადებით, პალესტინელებმა ავტომობილის საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს და გამყოფი ღობის მიმართულებით, ყუმბარებს ისროდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button