საქართველოსიახლეები

“22 ივლისიდან 15 აგვისტომდე 1 236 უცხოელია შემოსული”

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან, 22 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში საქართველოში 1 236 უცხოელი შემოვიდა.

მისი თქმით, ეს, რა თქმა უნდა, მინიმალური ციფრებია, თუმცა ტურისტების შემოსვლის პოზიტიური ზრდა შეინიშნება. ამის შესახებ მან 19 აგვისტოს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

“22 ივლისიდან 15 აგვისტოს მონაცემებით, ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან 14-მა რეისმა ჯამურად დააგენერირა 2 200-ზე მეტი მგზავრი, საიდანაც ქვეყანაში ნაცვალგების პრინციპით შემოსულია 1 236 ადამიანი, რაც უტოლდება ჯამური მგზავრთნაკადის 56%-ს.

“ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და პოზიტიური რიცხვია. ბუნებრივია, ჩვენ ყველა დღეს ვიაზრებთ, რომ ეს მინიმალური ციფრებია იმის ფონზე, რაც შეიძლებოდა ჩვენ გვქონოდა, რომ არა პანდემია. თუმცა კარგი და პოზიტიური ტენდენციაა, რადგან შეინიშნება მასიური ზრდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ტურისტული მიზნებისთვის შემოსვლის ზრდის ტენდენცია. აღნიშნულ ციფრში მოიაზრება ყველა ის მოქალაქე, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა ან გრძელვადიანი ბინადრობის უფლება აქვს. თუმცა, 90%-ზე მეტი უცხოეთის მოქალაქეა.” — განაცხადა ქვრივიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button