ახალი ამბებიკრიმინალიმნიშვნელოვანი

პანკისში მომხდარ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი დააკავეს

რადიო ჰერეთისთვის ცნობილი გახდა, რომ შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი – 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.

საქმე ეხება გახმაურებულ შემთხვევას, როდესაც ახმეტის მუნიციპალიტეტში მყოფ მამა-შვილს ადგილობრივებმა შორტებით ქუჩაში სიარულის გამო სცემეს. აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ გუშინ,20 აგვისტოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1 პირი – 1998 წელს დაბადებული ი.ფ. ახმეტის მუნიციპალიტეტში დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს ბრალდებულებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით“, – წერია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button