კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან მასშტაბურ აქციას გამართავს

დღემდე დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა – თეონა თამაზაშვილი საქართველოს პროკურატურასთან აქციის გამართვას აანონსებს. თამაზაშვილი ხალხს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რათა საქართველოს მთავრობა დათანხმდეს მისი შვილის გარდაცვალების საქმე ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა ბიურომ გამოიძიოს. გთავაზობთ თეონა თამაზაშვილის მიმართვას, რომელიც მან „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა:

„ქართველებო და არაქართველებო! ვაანონსებთ აქციას კვირას 2 საათზე ორთაჭალის პროკურატურის შენობასთან. მე, დედა, თეონა თამაზაშვილი და მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მოგიწოდებთ ყველას საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს,დედებს და მამებს, დამიდექით გვერდით. თქვენ იქიდან, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით, გამოხვიდეთ არსებული საელჩოების წინ და თანადგომა გამოგვიცხადოთ, რათა მოცემულ პირობას დაჰყვეს საქართველოში არსებული მთავრობა. აშშ-ში იქნეს გადაგზავნილი მოთხოვნა FBI საგამოძიებო ჯგუფის ჩამოსაყვანად, რადგან ჩემი შვილის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა გამოძიებულ იქნას საფუძვლიანად.

მოვუწოდებ თამუნას მეგობრებს,კლასელებს და კურსელებს, რადგან ახლა თამუნას სჭირდება თქვენი თანადგომა და მე მჯერა თქვენი თანადგომის.მოვუწოდებ ქართულ სამღვდელოებასა და საპატრიარქოს, რადგანაც თქვენ ყველანი უფლისგან დადგენილი ხართ გაჭირვების ჟამს დაუდგეთ ოჯახს გვერდით და უდიდესი სულგრძელებით და უფლის ძალით დავამხოთ ბოროტება მკვლელები. გეშინოდეთ მკვლელებო!!!

რადგანაც გააფთრებულ დედაზე დიდი მტერი არ არსებობს ბუნებაში. ყველა დედა ჩემს გვერდითაა. ხო ზუსტად იმიტომ გავზარდეთ და ვასწავლეთ თამუნას,რომ მისი მეშვეობით მილიონები გეშოვოთ თქვენი გაზულუქებული შვილების უზრუნველი ცხოვრებისთვის და მერე ჩემი კაფანდარა შვილი მოგეშორებინათ და ცივი სამარისთვის გაგემეტებინათ. ამჯერად არ შეგრჩებათ ჯალათებო. წამზომი ჩართულია და თქვენი წუთები დათვლილია.თქვენს თავზე საშინელ ჯოჯოხეთს დავატრიალებ. აგრეთვე იმედი მაქვს არასამთავროების გამოხმაურების.

არა მკვლელობას!!! სამაგალითო ჩაქოლვა სამ მაღალჩინოსან მკვლელს და მათ დამქაშებს. ჩვენთან არს ღმერთი და სიმართლე!!! – წერს თეონა თამაზაშვილი ფეისბუქში,

მსგავსი პოსტები

Back to top button