მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ლევან ვარშალომიძე უკრაინიდან საქართველოში ბრუნდება

აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და აქამდე უკრაინაში ერთიანი საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ის საქართველოში ბრუნდება იბრძოლებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა შეწყდეს. ვარშალომიძე ამბობს, რომ ამჟამად თურქეთის ქალაქ ტრაპიზონშია და საქართველოში რამდენიმე საათში იქნება.

„თუ ვინმეს ეგონა უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო, საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდით. მე ახლა ვარ ტრაპზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავსმოხვეული რუსული ოცნება. შევწყვიტოთ ეკონომიკის უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ ისტორიულ გაუგებრობას და ჯერ არარსებული ტემპით, გავავითარებთ ჩვენს ულამაზეს საქართველოს. აბა დროებით, შეხვედრამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button