მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გიორგი გახარიამ ქედელებს მაჟორიტერობის კანდიდატები წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აჭარაში, ქედაში, მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა.

გახარიას თქმით, ქვეყანაში და მათ შორის, ქედაში, სისტემური ინფრასტრუქტურული პრობლემებია, თუმცა, მისი თქმით, სასმელი წყლის პრობლემა ქედაში მოსახლეობას 2-3 წელში მოუგვარდება.

„ბევრი ისეთი რამ არის გასაკეთებელი, რაც ჯერ კიდევ აღელვებს აქ მცხოვრებ ხალხს. ყველას კარგად გვესმის, რომ წყალმომარაგება, წყალანარინება არის უაღრესად დიდი პრობლემა და ყველამ ერთად ამას უნდა მივხედოთ. მოგეხსენებათ, რომ უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში ეს პრობლემა აქ მოგვარდება. გაზიფიცირება – საერთოდ გაზიფიცირება მაღალმთიან აჭარაში პრობლემაა და უკვე მომავალი წლიდან დაქსელვასაც დავიწყებთ და ეს პრობლემაც ჩვენ მოქალაქეებს, თითოეულ ოჯახს უნდა მოვუგვაროთ“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ქედაში მალე დაიწყება გზების რეაბილიტაცია, ქედის საშუალო სკოლის რემონტი, მუზეუმის, კულტურის სახლის რემონტი. გახარია მოსახლეობას ასევე დაპირდა მიწის რეგისტრაციის პრობლემის მოგვარებას.

„სამ წელიწადში ეს პრობლემა ქვეყანაში და მათ შორის, რა თქმა უნდა, აჭარაშიც აღარ იქნება. მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აზომვითი სამუშაოებისთვის გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება. ბევრი რამ უნდა დავასრულოთ, რაც დავიწყეთ და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად“, – განაცხადა გახარიამ და კიდევ სხვა არსებული პრობლემების სწრაფად მოგვარების პირობა დადო.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button