მნიშვნელოვანისიახლეები

„ქართული ოცნების“ ოფისში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დასაქმებულ კიდევ ერთ პირს და ასევე მასთან კონტაქტში მყოფ 5 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოკვლეულია ინფიცირებულთან დაკავშირებული როგორც ახლო, ასევე შორეული 260-მდე კონტაქტი.

„ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა დაცვის სპეციალურ სამსახურის წარმომადგენელს, საიდანაც 2 კონტაქტია ინფიცირებული, მათგან ერთი კი პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრია. ასევე ჩატარდა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გამოკვლევა ბათუმში, ყველგან უარყოფითია. ეს ეპიდკვლევები გრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button