ლაგოდეხში ყურძნის მოსავალს ერთი კომპანია ჩაიბარებს

“რთველი 2015”-ს საკოორდინაციო შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიამართა ლაგოდეხში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი სამანიშვილი სოფლის ადმინისტრაციის და ღვინის კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც რადიო “ჰერეთს” სამანიშვილმა განუცხადა, ლაგოდეხში წელს ყურძნის მოსავალს მხოლოდ ერთი კომპანია ჩაიბარებს. მისივე თქმით, წელს კახეთში ყურძნის დიდი მოსავალია და წინა წელთან შედარებით მოთხოვნა მცირე.

ლაგოდეში წელს ყურძენს “ბაისუბნის ღვინის” ქარხანა მიიღებს. საწარმოს ხელმძღვანელის, ჟიული რობიტაშვილის თქმით, ქარხანა 1 კილოგრამ რქაწითელზე 35 თეთრს, ხოლო 1 კგ საფერავზე 85 თეთრს გადაიხდის.

რობიტაშვილის თქმითვე, ქარხანა სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებს და მისი საშუალო ფასი 15 თეთრი იქნება.

შეგახსენებთ, რომ “რთველი-2015”-ის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ სუბსიდია1 კგ. რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 35 თეთრს, ხოლო 1 კგ. საფერავზე – 15 თეთრს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button