რადიო “თბილისი” FM93.5-ვაკანსიას აცხადებს

ახალი რადიოსადგური “თბილისი” FM93.5 აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება – სასურველია მედია მარკეტინგში, გაყიდვებში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში.
** აუცილებელი მოთხოვნაა გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 2 წელი, (სასურველია მედია გაყიდვებში)
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office – Word, Excel, PowerPoint.

თვისებები:

ნოვატორული, კრიტიკული და კრეატიული აზროვნება, კომუნიკაციის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, დროის მართვის კარგი უნარი, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

გაყიდვების მენეჯერი მუშაობს რადიო “თბილისის” გაყიდვების დეპარტამენტში; მუშაობს ახალ იდეებსა და წინადადებებზე სარეკლამო დამკვეთებისთვის; მუშაობს კონტენტის უკეთესად შეფუთვაზე და გაყიდვაზე.

ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: reklama@heretifm.com არაუგვიანეს 2015 წლის 10 სექტემბრისა.არასრული განაცხადები არ განიხილება. წერილის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ: “გაყიდვების მენეჯერი”.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის და სამოტივაციო წერილის მიხედვით. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება (დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან).

რადიო “თბილისი” წარმოადგენს რადიო “ჰერეთის” ახალ რადიოსადგურს, რომელიც თბილისის ბაზრისთვის შეიქმნა და მალე დაიწყებს მაუწყებლობას ტალღაზე FM93.5.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”15046″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1439300520645″]

მსგავსი პოსტები

Back to top button