სპეცოპერაციის დროს დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა

“თვითმხილველების ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც პოლიციელები დაჭრეს, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს”– იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი”.

ფონიჭალაში არსებული ერთ-ერთი ობიექტის თანამშრომელმა სონია ელიაშვილმა განუცხადა, მან დაინახა, რომ ორ მამაკაცს ერთი პოლიციელი მისდევდა. მისივე ინფორმაციით, პოლიციელი ჰაერში ისროდა, მოგვიანებით კი შენიშნა, რომ პოლიციელმა წელზე ხელი მოისვა და დაჭრილი იყო. ამასთან, თვითმხილველთა ნაწილი ყვება, რომ დაკავებული პირი ეროვნებით აზერბაიჯანელია.
მათი ინფორმაციით, დაკავებულის ახლობლები პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს თვითმხილველთა მეორე ნაწილი, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ და ამბობენ, რომ პოლიციელებმა სცემეს აზერბაიჯანელები.

თბილისი-რუსთავის დამაკშვირებელ გზაზე, სპეცოპერაციის დროს დაჭრილ ერთ-ერთ პოლიელს რთული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომაროება მძიმეა, თუმცა სტაბილური. ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ფონიჭალაში სპეცოპერაციის დროს ეჭვმიტანილებმა ორ პოლიციელს დანით ჭრილობა მიაყენეს.არსებული  ინფომრაციით, ერთ-ერთ პოლიცლელს, რომლის მდგომარება მძიმეა მიყენებული აქვს 2 ჭრილობა. რაც შეეხება მეორე პოლიციელს, დაზიანებები, რომელიც მას აქვს მიყენეყბული, სიცოცხლისთვის საშიში არ იყო და ის უკვე გაწერილია.

სამართალდამცველები თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ გზაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button