fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

აქცია დუისში – პანკისის რადიოს ხეობის დატოვებს სთხოვენ

405

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, პანკისის სათემო რადიოსგან, ხეობის დატოვებას ითხოვს. ამ მოთხოვნით, აქცია რადიოს ოფისთან ამ წუთებში მიმდინარეობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, რადიოს საინფორმაციო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ხეობაში მცხოვრებ ქართველებთან მათი ურთიერთობების გაუარესებას იწვევს.

ჩვენ გვქონდა რაღაც გაუგებრობა ფშავლებთან და არ გვინდა ყველაფრის გარეთ გამოტანა. რადიოს წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ ვართ იმ ადამიანების წინაღმდეგები, ვინც აქ დაძაბულობას იწვევს. თუ ერთმა ადამიანმა რამე მოწოდება გააკეთა, ეს არ უნდა გავრცელდეს მთელ ქისტებზე. გელა მთივლიშვილმა გააკეთა განცხადება და აქაური ხალხი ველურებად გააცნო მთელ მსოფლიოს. ჩვენ აქ მშვიდობიანად შევიკრიბეთ და ვიცით, რომ მედია არის ხელშეუხებელი“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა თამაზ ბაღაკაშვილმა.

თავად რადიოს დამფუძნებლები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწყობილ აქციებს ხელისუფლებისგან მართულს უწოდებენ და მედიასაშუალების კრიტიკულ საინფორმაციო პოლიტიკას უკავშირებენ.

აქცია ორგანიზებულია როდი სკოტის ფონდისა და სალაფრი თემის რამდენიმე ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და უშიშროების სამსახურის მხარდაჭერით“, – ნათქვამია რადიოს მიერ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რადიოს დამფუძნებლების განმარტებით, მედიასაშუალების მიერ გაშუქებული, ხეობაში მიმდინარე პროცესები და კონკრეტული ფაქტები ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს.

პირველი აქცია რადიოს წინააღმდეგ 29 აგვისტოს გაიმართა, სადაც რადიოს დარბევის შესახებ მოწოდებებიც გაისმა. მაშინ, აქციის მონაწილეებმა რადიოს დამფუძნებლებს ხეობის დასატოვებლად ერთკვირიანი ვადაც მისცეს.

პანკისის სათემო რადიომ სამართალდამცავებს განხორციელებულ მუქარასა და მედიის დარბევის მოწოდებაზე რეაგირება რამდენიმე დღის წინ მოსთხოვა, თუმცა, სამართალდამცავ უწყებას ამ საკითხთან დაკავშრებით განცხადება არ გაუკეთებია.

კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება.

პანკისის სათემო რადიო სოფელ დუისში 2016 წელს დაარსდა. მას, სოფელ დუისში ყოფილი საბჭოს შენობაში 89 კვ. მ. ფართი იჯარით აქვს აღებული. შენობის მესაკუთრე ახმეტის მუნიციპალიტეტია, რომელთანაც რადიოს იჯარის ხელშეკრულება 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

რადიოს Way-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი კახეთის საინფორმაციო ცენტრის დამაარსებელი გელა მთივლიშვილია.

იხილეთ ჰერეთის ვიდეომასალა დუისიდან

ხეობის მკვიდრი გურამ მარგოშვილი

 

პანკისის ხეობის იმამი ზურაბ ქავთარაშვილი

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი