მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

ჯოკოვიჩს გამომუშავებული $250 000 ჩამოართვეს

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალურ მატჩში მომხდარი ინციდენტის დროს, რა დროსაც მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა წაგებული გათამაშების შემდეგ ბურთს უმისამართოდ დაარტყა და ხაზის მსაჯს ყელის არეში გაარტყა – ჯოკოვიჩი ტურნირიდან დისკვალიფიკაციით მოხსნეს. ინციდენტის შემდეგ ამერიკის ჩოგბურთის ფედერაციამ და ტურნირის ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს:

დიდ შლემებზე არსებული პროტოკოლისა და ინსტრუქციების გათვალისწინებით, მის [ჯოკოვიჩის] მიერ ბურთის გამიზნულად, საშიშად და წინდაუხედავად დარტყმის შემდგომ და იმიტომ, რომ შესაძლო შედეგები სრულიად უგულებელყო, კოშკურის არბიტრმა ნოვაკ ჯოკოვიჩის 2020 წლის ამერიკის ღია პირველობიდან მოკვეთის გადაწყვეტილება მიიღო. ვინაიდან ის დისკვალიფიცირებულია, ჯოკოვიჩი ამერიკაში მოპოვებულ ყველა სარეიტინგო ქულას დაკარგავს და ინციდენტთან დაკავშირებული ფინანსური ჯარიმების გარდა, იმ რაოდენობის თანხით დაჯარიმდება, რაც 1/8 ფინალურ ეტაპამდე ტურნირზე გამოიმუშავა“, – ნათქვამია განცხადებაში.

2004 წლის შემდეგ პირველად – ნახევარფინალები „დიდი სამეულის“ გარეშე

აღსანიშნავია, რომ მერვედფინალამდე მოგებული სამი შეხვედრის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩს ამერიკის ღია პირველობაზე 250 000 დოლარი ჰქონდა გამომუშავებული.

ჯოკოვიჩმა გასულ წელსაც მერვედფინალამდე მიაღწია ამერიკის ღია პირველობაზე, თუმცა, სტენ ვავრინკასთან თამაშისას მესამე სეტში, როდესაც 6:4, 7:5, 2:1 აგებდა, ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა.

დისკვალიფიკაციის გამო სარეიტინგო ქულების დაკლების მიუხედავად, სერბი მსოფლიო რეიტინგის სათავეში ლიდერობას ინარჩუნებს. მას 10860 ქულა აქვს, ამერიკის ღია პირველობის შარშანდელ გამარჯვებულ რაფაელ ნადალს კი 9850.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობა სამჯერ, 2011, 2015, 2018 წლებში მოიგო.

აღსანიშნავია, რომ 2004 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც დიდი შლემის ნახევარფინალები დიდი სამეულის – ჯოკოვიჩის, ნადალის და ფედერერის გარეშე ჩაივლის.

მსგავსი პოსტები

Back to top button