მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნავალნი გონზე მოვიდა და საუბარი შეუძლია – „შპიგელი“

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გონზე მოვიდა და საუბარიც შეუძლია. „შპიგელის“ ინფორმაციით, ოპოზიციონერს კარგად ახსოვს რა ხდებოდა მისი მოწამვლის წინაპერიოდში. მას შემდეგ რაც ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა, კლინიკა „შარიტეში“ პოლიციელების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

მედიის თანახმად, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები შიშობენ, რომ გამოჯანმრთელების გზაზე მყოფი ოპოზიციონერი ახალი თავდასხმის ობიექტი არ გახდეს და მის სიცოცხლეს კვლავ საფრთხე არ დაემუქროს.

ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ მიუხედავად გერმანული მხარის განცხადებისა ნავალნის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შესახებ, მასალები ამ დრომდე არ გადაუგზავნიათ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW). ეს უკვე ამ ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე შულგინმა განაცხადა.

„არც გუშინ, არც დღეს დილით, თუმცა ამის შესახებ განცხადება გერმანიის ხელისუფლებამ გააკეთა გუშინ”, – განაცხადა შულგინმა ტელეკომპანია „როსია-1“-ის ეთერში.

მასალების გადაცემის შემთხვევაში, რუსეთი პირობას დებს იმოქმედოს ქიმიური იარაღის კონვენციით გათვალისწინებული მექანიზმების ფარგლებში.

„არსებობს მე-9 მუხლი, როდესაც გაურკვეველი ვითარების შემთხვევაში, შეგიძლიათ შეკითხვით მიმართოთ მეორე მხარეს, ხოლო მეორე მხარემ უნდა უპასუხოს მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში. თუ ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აღმასრულებელ საბჭოს. მივმართავ გენერალურ დირექტორს, რომ შესაძლებელია შეიქმნას სპეციალური ჯგუფი ამ ინციდენტის ყველა გარემოების დასადგენად“, – განმარტა მუდმივმა წარმომადგენელმა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გერმანელები OPCW-ს მიმართავენ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, – შეაჯამა შულგინმა.

ნავალნის საქმის გამძიებას ოფიციალური რუსეთი არ აპირებს, სანამ საბოლოოდ არ დადასტურდება, რომ ოპოზიციონერი ნამდვილად მოწამლულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button