Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა

ერეკლე თედლიაშვილი
353

8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი დღეს დილით, თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამი თვის განმავლობაში, თედლიაშვილს რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო.

თარაშ კანდელაკი

შეგახსენებთ, 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან ,,ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა მსოფლიო ჩემპიონ გიორგი კანდელაკის შვილი, თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი 31 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა 15 სექტემბრისთვის გადაიდო. სასამართლო სხდომის გადადება პროკურატურამ მოითხოვა, იმ მოტივით, რომ დანიშნული დამატებითი კომისიური ექსპერტიზის პასუხები 31 ივლისისთვის ცნობილი ჯერ არ იყო.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი