პოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

თავისუფალმა დემოკრატებმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

პარტია “თავისუფალმა დემოკრატებმა” 14 სექტემბერს მცხეთაში გამართულ მეექვსე რიგგარეშე ყრილობაზე გამგეობის ახალი შემადგენლობა აირჩიეს და თბილისსა და რეგიონებში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთა შემადგენლობა წარადგინეს.

პარტიის გამგეობის წევრებად აირჩიეს:

ვახტან მჭედლიძე;
თამარ კეკენაძე;
დევი ტაბიძე;
ემზარ კაკულია.
პარტიული სიის პირველ ნომრად დასახელდა პარტიის გამგეობის წევრი ვახტანგ მჭედლიძე.

თავისუფალმა დემოკრატებმა საკუთარი კანდიდატები ოთხ მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს, მათ შორის, ორი თბილისში, ორი — რეგიონში.

თბილისის მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:

ვიტალი დარასელია — საბურთალოს საარჩევნო ოლქი;
ედუარდ ელოშვილი – ისნის საარჩევნო ოლქი;
რეგიონებში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:

დავით ჭუნიაშვილი — გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი;
ვახტანგ მარტოლეკი — მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის საარჩევნო ოლქი.

თამარ კეკენაძე

“ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, ასი ათასამდე ადამიანმა დაგვიჭირა მხარი, რომელთა ნდობა, სამწუხაროდ, ვერ გაამართლა პარტიამ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ამ ადამიანებს. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი დღეს სამართლიანად განაწყენებული და იმდეგაცრუებულია. მინდა გთხოვოთ, მოგვცეთ კიდევ ერთი შანსი, რომ დაგანახოთ: ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს ხედვა, მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა, შეცვალოს თქვენი მომავალი უკეთესობისკენ.” — აცხადებს თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, თამარ კეკენაძე.

მცხეთაში გამართულ ყრილობაზე კეკენაძე პარტიის ახალ თავმჯდომარედაც აირჩიეს. თავისუფალი დემოკრატებიდან თავმჯდომარის, შალვა შავგულიძისა და გამგეობის ორი წევრის, ნინო გოგუაძისა და ალექსანდრე ბარამიძის წასვლის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას კეკენაძე ასრულებდა.

პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button