fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“პატრიოტთა ალიანსის” მიერ კონკურენტის დაყენებას არ ველოდი, კანდიდატურას ვხსნი”

"ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი"

204

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურას ხსნის.

როგორც ის Facebook-ზე წერს, არ ელოდა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” კონკურენტს დაუეყენებდა. მისივე თქმით, არ უნდა, “ლიბერასტების” წინააღმდეგ ბრძოლას ხელი შეუშალოს.

“მოგეხსენებათ, რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად. გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია, რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა. ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ. სიმართლეს ვიტყვი – ამას არ ველოდი!

“ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში, რათა არ შევუშალო ხელი ჩვენს ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ. მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება და ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი.” – წერს ბრეგაძე.

“პატრიოტთა ალიანსმა” გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატად მერაბ ჭიქაშვილი დააყენა. ამ ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატი ლევან კობიაშვილია, ოპოზიციის საერთო კანდიდატი – ნიკა მელია, ლელოს – გიგლა მიქაუტაძე, პარტიის “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” – ლაშა გიორგაძე.

Edison Research-ის ბოლო კვლევის მიხედვით, სანდრო ბრეგაძეს მხარს მხოლოდ 1% უჭერს. ამავე კვლევის თანახმად, ნიკა მელიას 52%-იანი მხარდაჭერა აქვს, ლევან კობიაშვილს – 33%, გიგლა მიქაუტაძეს – 12%, ხოლო ლაშა გიორგაძეს – 2%.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი