მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ახმეტაში საჯარო სკოლა დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლა დაიტბორა.

უხვმა ნალექმა შენობის პირველი სართულზე, საკლასო ოთახებსა და საპირფარეშოებში შეაღწია. სკოლის დირექტორის, გიორგი ბუღრიძის ინფორმაციით, შენობაში წვიმის წყალთან ერთად, სოფელში მდებარე, ბიზნესმენ ცაძიკიძეების კუთვნილი ტბებიდან გადასული ნიაღვარიც შევიდა.

“ინფრასტრუქტურა ძალიან დაგვიზიანდა და სასწრაფოდ აღდგენა სჭირდება. ჯერჯერობით, დასახმარებლად არავინ ჩამოსულა.” – განაცხადა ბუღრიძემ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის განმარტებით, სკოლის დასახმარებლად, მისმა წარმომადგენელმა შესაბამისი დავალება უკვე მიიღო. 

“დავავალე ჩემს წარმომადგენელს, რომ ადგილზე გაეცნოს ვითარებას და სკოლას რა დახმარებაც სჭირდება, ადგილზე აღმოვუჩინოთ.” – განაცხადა ქარუმაშვილმა.

ძლიერი წვიმის შედეგად, კასრისწყალის საჯარო სკოლის დატბორვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. კახეთში, 23 აგვისტოს მოსულმა სტიქიამ, სკოლის შენობის პირველი სართული დატბორა და საკლასო ოთახები დააზიანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button