მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მედიცინის დოქტორი: “კოვიდი რომ არ არსებობს, იმათთვის ვდებ ვიდეოს”

რა მდგომარეობაშია კოვიდინფიცირებული პაციენტების ფილტვები და რამდენად სახიფათოა კოვიდ-19 იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სიმპტომები არ ვლინდება? კლინიკა “ბომონდის” დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე შველიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც კოვიდინფიცირებულთა ფილტვების ტომოგრაფიული კვლევის შედეგებს ასახავს.

რადიო ჰერეთთან ინტერვიუში ეკატერინე შველიძე ამბობს, რომ პირველი პაციენტი 16 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ მას სიმპტომები არ გამოუვლინდა, ფილტვებში პნევმონია აღენიშნება. შველიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, პაციენტის სხეულში ვირუსული პროცესები უსიმპტომოდ მიმდინარეობს თუ არა, გართულებები მაინც სავარაუდოა და შესაძლოა, ინფექციამ ფილტვებთან ერთად, თირკმლები, გულსისხლძარღვთა სისტემა და სხვა ორგანოებიც დააზიანოს.

https://www.facebook.com/ekaterine.shvelidze/posts/3514926391880357

მოისმინეთ ეკატერინე შველიძის ხმა.

მეორე პაციენტის შემთხვევაში კი, პაციენტი 65 წლისაა, კოვიდინფექცია შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარდა და ამჟამად, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

https://www.facebook.com/ekaterine.shvelidze/posts/3515873571785639

მოისმინეთ ეკატერინე შველიძის ხმა.

“კოვიდი რომ არ არსებობს, იმათთვის ვდებ.” – წერს ეკატერინე შველიძე გაზიარებული ვიდეოს ქვემოთ, კომენტარებში. შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ნაწილი კორონავირუსის არსებობას და მისგან მომდინარე საფრთხეებს სკეპტიკურად უყურებს და გლობალურ პანდემიას საერთაშორისო შეთქმულების ნაწილად განიხილავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button