fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“არ ჩერდება ტელეფონი” – ცესკო პარტიებს აგიტაციისთვის 1 თვის ვადას უტოვებს

172

საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე, საარჩევნო ნომრის ნაცვლად, საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა.

„ცესკომ ნომერი არ გვაღირსა და აბა, უნომრო ბანერს ხომ არ დავკიდებდით. ასე რომ, გისმენთ! 593 584052.“ – აცხადებს ელისაშვილი.

ანა მიქელაძე

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი აცხადებენ, რომ წილისყრით რიგითი ნომრების მინიჭებისთვის ბოლო ვადა 1-ლი ოქტომბერია.

„ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეეცდება, რომ უკიდურესი ვადა არ იყოს გამოყენებული და საკანონმდებლო შესაძლებლობა რასაც იძლევა, ის ვადები რაც არის მოცემული, აი იმ ვადებში ჩატარდეს.“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

როგორ ჩანს, პარტიების ნაწილს წინასაარჩევნო კამპანიისთვის მხოლოდ ერთი თვე ექნებათ…

ელისაშვილი კი, სოციალურ ქსელში წერს:

“ბოდიში ვისაც დაკავებას გაძლევთ. არ ჩერდება ტელეფონი და არც უნდა გაჩერდეს! უკეთესი უბნისთვის, ქალაქისთვის, ქვეყნისთვის – ყველას ყოველთვის მოვუსმენ. 24/7-ზე. ალეკო გისმენთ! 593 584052″

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი