fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მევენახეების აქცია ყვარელში -ადგილობრივები ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებენ

ამ წუთებში, აქციის მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ხვდებიან.

183

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნის დაბალ ფასსა და ქარხნების მიერ მოსავლის დაგვიანებით მიღებას აპროტესტებს.

“საფერავი უკვე ჭკნება. ქარხანა არ იღებს, 23 გრადუსი მაინც უნდა გამოვიდესო. არ ვიცი, ადრე ამ დროს თუ იყო, ახლა რატომ ვერ ადის ამ ნიშნულზე. თვითონ ზომავენ და ასე გვეუნებიან. რქაწითელის ფასიც დაბალია. მოსავალმა ხარჯი ხომ უნდაა ანაზღაუროს.” – განაცხადა ერთ- ერთმა ადგილობრივმა, დავით რაჯებაშვილმა.

ამ წუთებში, აქციის მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ხვდებიან.

წაიკითხეთ ასევე:

კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია
ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი