მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აჭარაში კოვიდმიმღები კლინიკების უმრავლესობაში ადგილები აღარ არის

ქობულეთში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ოჯახის 4 წევრი მკურნალობს. ისინი სოფელ ალამბრიდან არიან და უკვე კოვიდმიმღებ ცენტრში გადაიყვანეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პაციენტების შემდეგ, ორივე კლინიკამ, რომლებიც ქობულეთში კოვიდ-დადებით ადამიანებს მკურნალობს, პაციენტების მიღება შეაჩერა. არც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და არც კლინიკა “ბომონდში” ადგილები აღარ არის.

კლინიკების გადატვირთვაზე საუბრობენ აჭარაში მოქმედი სხვა სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებიც.

მოისმინეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორ გიორგი კიკაბიძის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ ციური აბულაძის, ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორ ნუგზარ პაპავას, კლინიკა “მედალფას” დირექტორ ინგა ხოზრევანიძის და კლინიკა “ბომონდის” დირექტორ ქეთევან ნოღაიდელის კომენტარები, რომელიც აჭარის ტელევიზიამ ჩაწერა.

ბოლო 24 საათში აჭარაში 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 9 რეანიმაციაშია, 4-ის მდგომარეობა კი, მძიმეა. სულ აჭარაში 6 კლინიკაა, რომლებშიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button