კრიმინალიკრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ქუჩური გარჩევა ახალგაზრდებს შორის, გასროლა და ხმაურიანი დაკავება

ქუჩური გარჩევა ახალგაზრდებს შორის რუსთავში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინსიტროდან იუწყებიან, დაკავებულია 2 ახალგაზრდა, რომლებმაც პოლიციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გომელაურის უწყებაში აცხადებენ, რომ ქალაქ რუსთავში პატრულირებისას, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე ახალგაზრდა შენიშნეს, რომლებიც ჩხუბობდნენ. სამართალდამცავებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი მოწოდებას არ დაემორჩილა. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ორი პირი – ბ.ბ. და ნ.უ. ქალაქ რუსთავში დააკავეს. მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ბ.ბ. და ნ.უ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით სამართალდამცველები განაგრძობენ ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს. ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.” – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button