fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ბიუჯეტის ფული მიდის მათ პარტიაში”

კორუფციული სქემა საბანკო პროცენტების სუბსიდირების პროცესში

გიორგი ვაშაძე
61

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ტურისტული სექტორისთვის შეთავაზებულ საბანკო პროცენტების სუფსიდირების პროცესში არსებულ კორუფციულ სქემაზე საუბრობს.

პოლიტიკოსის ინფორმაციით, 4 000 განცხადებიდან, ხელისუფლებამ მხოლოდ 900-მდე განაცხადი დააკმაყოფილა, ხოლო სახელმწიფო დახმარებით მოსარგებლე კომპანიების ნაწილი ამჟამად “ქართული ოცნებისთვის” მსხვილი თანხების შემომწირველია.

“ფული, რომელიც იმ პროცენტის დასაფარად უნდა წასულიყო, რომელსაც სასტუმროები ვერ იხდიან, სხვა კომპანიებში წავიდა, მაგალითად სასტუმრო “ყვარლის ედემმა” 235 000 ლარი უკვე შესწირა “ქართულ ოცნებას”, “სევსამორამ” კი, – 317 000 ლარი. ბიუჯეტის ფული მიდის მათ პარტიაში, შემდეგ ამ ფულის ნაწილს თავად იტოვებენ და ბოლოს კი, აღნიშნულ თანხას “ქართული ოცნების” საარჩევნო ფონდში აბრუნებენ.

“ვინ დააფინანსა გახარიამ და მისმა გუნდმა მათი გადაწყვეტილებებით? ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, ბატონი ზურაბ ხაჩიძე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეა, სწორედ მათი ბიზნესი მოხვდა იმ 500 კომპანიას შორის და არა იმ 3 000 კომპანიაში, ვისაც უარი უთხრეს.”– აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი