მნიშვნელოვანირეგიონი

LIVE – ლაგოდეხში 61 ადამიანი თვითიზოლაციაშია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 61 ადამიანი თვითიზოლაციაშია, 88-ის პასუხს კი ელოდებიან – ამის შესახებ რადიო ჰერეთთან განაცხადა ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორმა ნუნუ ნოზაძემ.

ნუნუ ნოზაძე

კახეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. კოვიდ-19-ის შემთხვევები ლაგოდეხსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში დაფიქსირდა.

დაფიქსირებული კონტაქტების კვლევას აგრძელებენ. ლაგოდეხში, ვირუსის პირველი შემთხვევა 13 სექტემბერს, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, 9 სექტემბერს გამოვლინდა.

 

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში კორონავირუსის 32 დადასტურებული შემთხვევაა.

მოუსმინეთ ჰერეთის კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

 

მსგავსი პოსტები

Back to top button