მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბათუმის სამშობიარო სახლმა კორონავირუსით ინფიცრებული კიდევ 4 ორსული მიიღო

ბათუმის სამშობიარო სახლმა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 ორსული მიიღო.

როგორც კლინიკაში განმარტეს, პაციენტები გუშინ საღამოს მიიღეს. მათგან ერთი ქობულეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ ეტაპზე კი, ბათუმის სამშობიარო სახლში, ახალი კორონავირუსის დიაგნოზით, 16 ორსულია.

სამშობიარო სახლში ამბობენ, რომ ყველა მათგანის ჯანმრთეობის მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთ მათგანს სიმპტომები, მათ შორის ტემპერატურა, არ აქვს.

ბოლო კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. დღეს, 18 სექტემბერს, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 129 აჭარაში გამოვლინდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 119 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 435 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

მსგავსი პოსტები

Back to top button