მსოფლიოსიახლეები

ნიგერიაში, ავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად, მინიმუმ, 14 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეში ავტობუსის გადავარდნის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

”მყვინთავებმა მოახერხეს ავტობუსის პოვნა და ის ამწის გამოყენებით ამოიღეს მდინარის ფსკერიდან.” – თქვა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა.

”სალონში 14 დაღუპული იყო, კიდევ 13 არის დაკარგული.”

ავტობუსი, რომელშიც 32 ადამიანი იმყოფებოდა, 18 სექტემბერს ებონიის შტატში გზიდან გადავარდა და მდინარეში ჩავარდა. სანამ ის მთლიანად ჩაიძირებოდა, მძღოლმა და ოთხმა მგზავრმა ავტობუსიდან გადმოსვლა მოახერხეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button